Monday, October 9, 2017

მოსწავლეები გურიანთიდან იმიტირებული არჩევნებისათვის ემზადებიან

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კენჭისყრის კაბინა და საარჩევნო ყუთი დაამზადეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - სოფ. გურიანთის სკოლაში სლოგანების კონკურსი ჩატარდა

პროექტ "U18 მეტი შეგიძლია-ს" ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გურიანთის საჯარო სკოლაში, საარჩევნო სლოგანების კონკურსი ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა საარჩევნო პროგრამებზე დაყრდნობით სლოგანები შეიმუშავეს და

პრეზენტაცია გამართეს.

ჩოხატაურში მოსწავლეებმა საარჩევნო პოსტერების პრეზენტაცია მოაწყვეს

ა.ა.ი.პ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტ "U18 Georgia-ს" ფარგლებში, საარჩევნო სუბიექტების პროგრამაზე დაყრდნობით, საარჩევნო პოსტერები შექმნეს და პროგრამების პრეზენტაცია გამართეს.

მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები განიხილეს


მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პედაგოგმა ნანა ბაკურაძემ განიხილა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები. მოსწავლეებმა გამოკვეთეს მათთვის აქტუალური პრიორიტეტები საარჩევნო პროგრამებში, გაიმართა დისკუსია არჩევნებში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობასა და გაცნობიერებული ხმის მიცემის პროცესზე. #CivilSocietyCooperation

მარნეულის #6 საჯარო სკოლას საიას წარმომადგენელი ეწვია

მარნეულის #6 საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნანა ბაკურაძის ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაერთო პროექტის "მეტი შეგვიძლია " განხორციელებაში. საარჩევნო პროცესებისა და არჩევნებში აქტიური მონაწილეობაზე პედაგოგებთან და მოსწავლეებთან სასაუბროდ სკოლაში მოიწვიეს საქრთველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ნანა ბაკურაძემ სკოლის პედაგოგებს გააცნო პროგრამა U18 მიზნები და ამოცანები

ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები განიხილეს

ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები. მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს პროგრამებზე. მუშაობის სტრატეგია იყო შემდეგი:, შეიმუშავეს ინდივიდუალურად ცხრილი a, b c, d სუბიექტების მიხედვით, ჩამოწერეს მიმართულებები. მოსწავლეებს დაევლათ ჯერ ინდივიდუალურად წაეკითხათ ერთი-ერთი სუბიექტის პროგრამა, მერე ემსჯელათ, მერე ისევ ინდივიდუალურად დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი შეხედულება ფურცელზე პლიუსით და მინუსით. მოსწავლეებს დაევალათ დებატებისთვის მომზადება, მოსწავლეებამ დაიწყეს მუშაობა პლაკატებსა და სლოგანებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობას. 

Sunday, October 1, 2017

საერთაშორისო კონფერენცია ბერლინში

21 სექტემბერს სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენლებმა ინგა პაიჭაძემ და ცირა თავშავაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაშია პოლიტიკური განათლების თემაზე. კონფერენცია, გაიმართა გერმანიაში, ქ. ბერლინში, ისაუბრეს პროგრამა U18-ის ორგანიზების გამოცდილებაზე გერმანიაში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. პანელურ დისკუსიაზე განიხილეს U18-ის ქართულ ვერსიაზეც, რომელიც საინტერესო და ინოვაციური მიდგომაა პროგრამის იმპლემენტაციის კუთხით.  #Civilsocietycooperation