Monday, October 9, 2017

მოსწავლეები გურიანთიდან იმიტირებული არჩევნებისათვის ემზადებიან

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კენჭისყრის კაბინა და საარჩევნო ყუთი დაამზადეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - სოფ. გურიანთის სკოლაში სლოგანების კონკურსი ჩატარდა

პროექტ "U18 მეტი შეგიძლია-ს" ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გურიანთის საჯარო სკოლაში, საარჩევნო სლოგანების კონკურსი ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა საარჩევნო პროგრამებზე დაყრდნობით სლოგანები შეიმუშავეს და

პრეზენტაცია გამართეს.

ჩოხატაურში მოსწავლეებმა საარჩევნო პოსტერების პრეზენტაცია მოაწყვეს

ა.ა.ი.პ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტ "U18 Georgia-ს" ფარგლებში, საარჩევნო სუბიექტების პროგრამაზე დაყრდნობით, საარჩევნო პოსტერები შექმნეს და პროგრამების პრეზენტაცია გამართეს.

მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები განიხილეს


მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პედაგოგმა ნანა ბაკურაძემ განიხილა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები. მოსწავლეებმა გამოკვეთეს მათთვის აქტუალური პრიორიტეტები საარჩევნო პროგრამებში, გაიმართა დისკუსია არჩევნებში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობასა და გაცნობიერებული ხმის მიცემის პროცესზე. #CivilSocietyCooperation

მარნეულის #6 საჯარო სკოლას საიას წარმომადგენელი ეწვია

მარნეულის #6 საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნანა ბაკურაძის ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაერთო პროექტის "მეტი შეგვიძლია " განხორციელებაში. საარჩევნო პროცესებისა და არჩევნებში აქტიური მონაწილეობაზე პედაგოგებთან და მოსწავლეებთან სასაუბროდ სკოლაში მოიწვიეს საქრთველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ნანა ბაკურაძემ სკოლის პედაგოგებს გააცნო პროგრამა U18 მიზნები და ამოცანები

ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები განიხილეს

ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები. მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს პროგრამებზე. მუშაობის სტრატეგია იყო შემდეგი:, შეიმუშავეს ინდივიდუალურად ცხრილი a, b c, d სუბიექტების მიხედვით, ჩამოწერეს მიმართულებები. მოსწავლეებს დაევლათ ჯერ ინდივიდუალურად წაეკითხათ ერთი-ერთი სუბიექტის პროგრამა, მერე ემსჯელათ, მერე ისევ ინდივიდუალურად დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი შეხედულება ფურცელზე პლიუსით და მინუსით. მოსწავლეებს დაევალათ დებატებისთვის მომზადება, მოსწავლეებამ დაიწყეს მუშაობა პლაკატებსა და სლოგანებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობას. 

Sunday, October 1, 2017

საერთაშორისო კონფერენცია ბერლინში

21 სექტემბერს სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენლებმა ინგა პაიჭაძემ და ცირა თავშავაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაშია პოლიტიკური განათლების თემაზე. კონფერენცია, გაიმართა გერმანიაში, ქ. ბერლინში, ისაუბრეს პროგრამა U18-ის ორგანიზების გამოცდილებაზე გერმანიაში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. პანელურ დისკუსიაზე განიხილეს U18-ის ქართულ ვერსიაზეც, რომელიც საინტერესო და ინოვაციური მიდგომაა პროგრამის იმპლემენტაციის კუთხით.  #Civilsocietycooperation



სამუშაო შეხვედრა ქუთაისში

6-7 სექტემბერს ქუთაისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრე U18 პროგრამის ფარგლებში. "მეტი შეგიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში" - საერთაშორისო პროექტს, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და გერმანიაში საქართველოში სიქა წარმოადგენს. პროექტში ჩართულია საქართველოს 10 რეგიონი. ქუთაისში U18 სამუშაო შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ინგა პაიჭაძე და გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის DRA-ს წარმომადგენელი ნორა კორტე.
შეხვედრას დაესწრო სამოქალაქო განათლების პედაგოგები ქუთაისის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და სამცხე -ჯავახეთი



ს რეგიონების საჯარო სკოლებიდან, გერმანელმა ექსპერტმა ნორა კორტე მონაწილეებს ესაუბრა ორგანიზაცია DRA -ს გამოცდილების შესახებ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, გააცნო პროგრამა U18 მიზნები, ისტორია და განხორციელების მეთოდები.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა იმსჯელეს U18 მეთოდით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობებზე, წარმოადგინეს კონკრეტული გეგმები საპროექტო აქტივობების ორგანიზებისათვის.
პროექტის ფარგლებში ოქტობრის თვეში იგეგმება იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების ორგანიზება U18 ფორმატით, სადაც ახალგაზრდები ანონიმური საარჩევნო სუბიეტების პროგრამების გაცნობის შემდეგ იმიტირებული არჩევნებში ხმას უკვე პროგრამაზე დაფუძნებით გააკეთებენ არჩევანს. ##CivilSocietyCooperation

სამუშაო შეხვედრა თბილისში

3-4 სექტემბერს სიქამ ორგანიზება გაუკეთა სამუშაო შეხვედრას თბილისში U18 პროგრამის ფარგლებში. პროექტი "მეტი შეგიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში".


 თბილისში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო სამოქალაქო განათლების პედაგოგები თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საჯარო სკოლებიდან, გერმანელმა ექსპერტმა ნორა კორტემ მონაწილეებს გააცნო პროგრამა U18 მიზნები, ისტორია და განხორციელების მეთოდები. პედაგოგებმა იმსჯელეს U18 მეთოდით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობებზე, წარმოადგინეს კონკრეტული გეგმები საპროექტო აქტივობების ორგანიზებისათვის. #CivilSocietyCooperation