Tuesday, January 30, 2018

სამუშაო შეხვედრა დამხმარე სახელმძღვანელოს თემაზე

2017 წლის 16-17 დეკემბერს თბილისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს პროექტის "მეტი შეგიძლია" ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორები ცირა თავშავაძე (საქართველო) და ტინო როში (გერმანია). შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის რეგიონული პარტნიორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები საქართველოს 10 რეგიონიდან. მონაწილეებმა განიხილეს დამხმარე სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითები და მეთოდოლოგია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.

კონფერენცია პროექტის "მეტი შეგიძლია" მიმდინარეობის შესახებ




2017 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ასტორიაში პროექტის "მეტი შეგიძლია" ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერეციას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები გერმანიიდან, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, პროექტის კოორდინატორები და პედაგოგები საქართველოს 10 რეგიონიდან. საქართველოში პროექტის ხელმძღვანელმა ინგა პაიჭაძემ და პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ახალგაზრდული არჩევნების მონაწილე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საზოგადოებას გაუზიარეს U18 ახალგაზრდული არჩევნების გამოცდილება, მისი გავლენა ახალგაზრდების სამოქალაქო და საარჩევნო ცნობიერებაზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას ეძღვნება

Tuesday, January 23, 2018

2017 წლის იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების შეჯამება


არჩევნები ახალციხეში
2017 წლის ოქტომბერში იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები U18 ფორმატით საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა.  ახალგაზრდული არჩევნები  საქართველოში პირველად 2016 წლის ოქტომბერში მოეწყო საქართველოს 6 რეგიონში: თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. 2017 წელს ახალგაზრდულ არჩევნებს შემოუერთდა აჭარის, კახეთის, მცხეთა-თიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიც.
თითოეულ რეგიონში რეგიონული კოორდინატორები მუშაობდნენ ადგილობრივ სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან. საქართველოს სამოცდათხუთმეტმა საჯარო და კერძო სკოლამ ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარა იმიტირებული ახალგაზრდული ადგილობრივი არჩევნები. არჩევნებამდე სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს ანონიმური საარჩევნო  სუბიექტების პროგრამები (რეალური საარჩევნო სუბიექტების ადაპტირებული პროგრამები). პროგრამების განხილვისას საარჩევნო სუბიექტების ანონიმური წარდგენის გამო (პირობითი სახელებით „საარჩევნო სუბიექტი A, B, C და ა.შ.) ახალგაზრდები მეტ კონცეტრაციას აკეთებდნენ თავად სუბიექტების პროგრამებზე და სამოქმედო გეგმაზე, ახალგაზრდების მიერ არჩევანის გაკეთებისას მათზე გავლენას ვერ ახდენდა სუბიექტების სახელები, ცნობადობა, პოპულარობა და სხვა. 
სამოქალაქო განათლების პედაგოგების მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის რამდენიმე მაგალითი:

  • მოსწავლეებმა განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში წარმოდგენილი მათთვის პრიორიტეტული საკითხები - თუ რა არის მათი აზრით ყველაზე აქტუალური პრობლემა ადგილობრივი თემისათვის და როგორაა ასახული პროგრამაში მათი მოგვარების გზები;
  • მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს გადაეცა საარჩევნო სუბიექტის პროგრამა . მოსწავლეებმა წარმოადგინეს საარჩევნო კანდიდატების პროგრამები, აქცენტები გააკეთეს პროგრამების ძლიერ მხარეებზე;
  • საარჩევნო კანდიდატებს შორის მოეწყო დებატები - იკამათების პროგრამების ძლიერ და სუსტ მხარეებზე;
  • მოსწავლეებმა ორგანიზება გაუკეთეს საარჩევნო კამპანიებს - ამომრჩევლებს (სკოლის მოსწავლეებს) გააცვნეს მათი საარჩევნო სუბიექტის პროგრამები;
პროექტში მონაწილე 75 სკოლამ არჩევნების ორგანიზების სხვადასხვა ფორმა აირჩია:

  • არჩევნები მოეწყო სკოლის ფოეში გაკვეთილებს შორის დასვენებებზე, სკოლის ყველა მოსწავლეს შეეძლო საარჩევნო ბიულეტინის მიღება და ხმის მიცემა. საარჩევნო სუბიექტების პროგრამები გამოფენილი იყო საარჩენო უბანთან;
  • ახალგაზრდული  არჩევნები მოეწყო სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში განთავსდა საარჩევნო უბანი, ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა ხმა მიეცა მისი რჩეული საარჩევნო სუბიექტის პროგრამისათვის;
  • იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები მოეწყო სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფილობითი იყო თითოეული მოსწავლისათვის;
  • ახალგაზრდული არჩევები მოეწყო სკოლის გარეთ, თემში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში;
რუსთავის #15 საჯარო სკოლა
 საერთო ჯამში საქართველოს 7000-მა 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა  იმიტირებულ ახალგაზრდულ არჩევნებში. მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენოდა დაფიქსირდა თბილისსა და აჭარაში. თუმცა თბილისის მხოლოდ 5 სკოლაში მოეწყო არჩევნები, ეს სკოლები მოსწავლეთა მრავარიცხოვნებით გამოირჩევიან (რამაც განაპირობა თბილისში ახალგაზრდა ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა). აჭარის რეგიონში კი იმიტირებული ახალგაზრდუ არჩევნები მოეწყო 30 სკოლაში.
მონაწილეთ გენდერული ბალლანსი თითქმის თანაბარი იყო (52% გოგონა და 48% ვაჯი)
იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი:
ამომრჩეველდა 10% იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეე;
ამომრჩეველთა 40% - საბაზო სკოლის მოსწავლეები (10-15 წლის)
ამომრჩეველთა 50 % - უფროსკლასელი მოსწავლეები (16-17 წლის)



Monday, October 9, 2017

მოსწავლეები გურიანთიდან იმიტირებული არჩევნებისათვის ემზადებიან

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კენჭისყრის კაბინა და საარჩევნო ყუთი დაამზადეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - სოფ. გურიანთის სკოლაში სლოგანების კონკურსი ჩატარდა

პროექტ "U18 მეტი შეგიძლია-ს" ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გურიანთის საჯარო სკოლაში, საარჩევნო სლოგანების კონკურსი ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა საარჩევნო პროგრამებზე დაყრდნობით სლოგანები შეიმუშავეს და

პრეზენტაცია გამართეს.

ჩოხატაურში მოსწავლეებმა საარჩევნო პოსტერების პრეზენტაცია მოაწყვეს

ა.ა.ი.პ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტ "U18 Georgia-ს" ფარგლებში, საარჩევნო სუბიექტების პროგრამაზე დაყრდნობით, საარჩევნო პოსტერები შექმნეს და პროგრამების პრეზენტაცია გამართეს.

მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები განიხილეს


მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პედაგოგმა ნანა ბაკურაძემ განიხილა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები. მოსწავლეებმა გამოკვეთეს მათთვის აქტუალური პრიორიტეტები საარჩევნო პროგრამებში, გაიმართა დისკუსია არჩევნებში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობასა და გაცნობიერებული ხმის მიცემის პროცესზე. #CivilSocietyCooperation