პროექტის შესახებ

იქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაგერმანულ ორგანიზაცია DRA -სთან ერთად ახორციელებს პროექტს „We Can Do More! - The Development of civic participation of youth in the regions of Ukraine, Georgia and Russia" - „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“. პროექტში ასევე ჩართულია უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია ქ. კიევიდან „Agency of Educational Policy Development" და არასამთავრობო ინიციატივა „School Projects” სანკტ-პეტერბურგიდან (რუსეთი);
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით და მათი დახმარებით ამ რეგიონების ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული მონაწილეობის წარმატებული მოდელის U18 (Under 18) გავრცელება. 

No comments:

Post a Comment