Monday, October 9, 2017
მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები განიხილეს


მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პედაგოგმა ნანა ბაკურაძემ განიხილა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები. მოსწავლეებმა გამოკვეთეს მათთვის აქტუალური პრიორიტეტები საარჩევნო პროგრამებში, გაიმართა დისკუსია არჩევნებში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობასა და გაცნობიერებული ხმის მიცემის პროცესზე. #CivilSocietyCooperation
მარნეულის #6 საჯარო სკოლას საიას წარმომადგენელი ეწვია


ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები განიხილეს


Sunday, October 1, 2017
საერთაშორისო კონფერენცია ბერლინში

სამუშაო შეხვედრა ქუთაისში


შეხვედრას დაესწრო სამოქალაქო განათლების პედაგოგები ქუთაისის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და სამცხე -ჯავახეთი
ს რეგიონების საჯარო სკოლებიდან, გერმანელმა ექსპერტმა ნორა კორტე მონაწილეებს ესაუბრა ორგანიზაცია DRA -ს გამოცდილების შესახებ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, გააცნო პროგრამა U18 მიზნები, ისტორია და განხორციელების მეთოდები.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა იმსჯელეს U18 მეთოდით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობებზე, წარმოადგინეს კონკრეტული გეგმები საპროექტო აქტივობების ორგანიზებისათვის.
პროექტის ფარგლებში ოქტობრის თვეში იგეგმება იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების ორგანიზება U18 ფორმატით, სადაც ახალგაზრდები ანონიმური საარჩევნო სუბიეტების პროგრამების გაცნობის შემდეგ იმიტირებული არჩევნებში ხმას უკვე პროგრამაზე დაფუძნებით გააკეთებენ არჩევანს. ##CivilSocietyCooperation
სამუშაო შეხვედრა თბილისში

თბილისში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო სამოქალაქო განათლების პედაგოგები თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საჯარო სკოლებიდან, გერმანელმა ექსპერტმა ნორა კორტემ მონაწილეებს გააცნო პროგრამა U18 მიზნები, ისტორია და განხორციელების მეთოდები. პედაგოგებმა იმსჯელეს U18 მეთოდით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობებზე, წარმოადგინეს კონკრეტული გეგმები საპროექტო აქტივობების ორგანიზებისათვის. #CivilSocietyCooperation
Subscribe to:
Posts (Atom)