2017 წლის 16-17 დეკემბერს თბილისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს პროექტის "მეტი შეგიძლია" ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორები ცირა თავშავაძე (საქართველო) და ტინო როში (გერმანია). შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის რეგიონული პარტნიორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები საქართველოს 10 რეგიონიდან. მონაწილეებმა განიხილეს დამხმარე სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითები და მეთოდოლოგია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.
Tuesday, January 30, 2018
კონფერენცია პროექტის "მეტი შეგიძლია" მიმდინარეობის შესახებ
Tuesday, January 23, 2018
2017 წლის იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების შეჯამება
არჩევნები ახალციხეში |
თითოეულ რეგიონში რეგიონული კოორდინატორები მუშაობდნენ
ადგილობრივ სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან. საქართველოს სამოცდათხუთმეტმა საჯარო
და კერძო სკოლამ ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარა იმიტირებული ახალგაზრდული
ადგილობრივი არჩევნები. არჩევნებამდე სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მოსწავლეებს
გააცნეს ანონიმური საარჩევნო სუბიექტების პროგრამები
(რეალური საარჩევნო სუბიექტების ადაპტირებული პროგრამები). პროგრამების განხილვისას
საარჩევნო სუბიექტების ანონიმური წარდგენის გამო (პირობითი სახელებით „საარჩევნო სუბიექტი
A, B, C და ა.შ.) ახალგაზრდები მეტ კონცეტრაციას
აკეთებდნენ თავად სუბიექტების პროგრამებზე და სამოქმედო გეგმაზე, ახალგაზრდების მიერ
არჩევანის გაკეთებისას მათზე გავლენას ვერ ახდენდა სუბიექტების სახელები, ცნობადობა,
პოპულარობა და სხვა.
სამოქალაქო განათლების
პედაგოგების მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის რამდენიმე მაგალითი:
- მოსწავლეებმა
განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში წარმოდგენილი მათთვის პრიორიტეტული
საკითხები - თუ რა არის მათი აზრით ყველაზე აქტუალური პრობლემა ადგილობრივი თემისათვის
და როგორაა ასახული პროგრამაში მათი მოგვარების გზები;
- მოსწავლეები
დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს გადაეცა საარჩევნო სუბიექტის პროგრამა . მოსწავლეებმა
წარმოადგინეს საარჩევნო კანდიდატების პროგრამები, აქცენტები გააკეთეს პროგრამების
ძლიერ მხარეებზე;
- საარჩევნო
კანდიდატებს შორის მოეწყო დებატები - იკამათების პროგრამების ძლიერ და სუსტ მხარეებზე;
- მოსწავლეებმა
ორგანიზება გაუკეთეს საარჩევნო კამპანიებს - ამომრჩევლებს (სკოლის მოსწავლეებს)
გააცვნეს მათი საარჩევნო სუბიექტის პროგრამები;
პროექტში მონაწილე 75 სკოლამ არჩევნების ორგანიზების
სხვადასხვა ფორმა აირჩია:
- არჩევნები
მოეწყო სკოლის ფოეში გაკვეთილებს შორის დასვენებებზე, სკოლის ყველა მოსწავლეს
შეეძლო საარჩევნო ბიულეტინის მიღება და ხმის მიცემა. საარჩევნო სუბიექტების პროგრამები
გამოფენილი იყო საარჩენო უბანთან;
- ახალგაზრდული არჩევნები მოეწყო სასწავლო პროცესის დასრულების
შემდეგ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში განთავსდა საარჩევნო უბანი, ყველა დაინტერესებულ
მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა ხმა მიეცა მისი რჩეული საარჩევნო სუბიექტის პროგრამისათვის;
- იმიტირებული
ახალგაზრდული არჩევნები მოეწყო სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, მასში მონაწილეობის
მიღება ნებაყოფილობითი იყო თითოეული მოსწავლისათვის;
- ახალგაზრდული
არჩევები მოეწყო სკოლის გარეთ, თემში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში;
რუსთავის #15 საჯარო სკოლა |
მონაწილეთ გენდერული ბალლანსი თითქმის თანაბარი იყო
(52% გოგონა და 48% ვაჯი)
ამომრჩეველდა 10% იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეე;
ამომრჩეველთა 40% - საბაზო სკოლის მოსწავლეები
(10-15 წლის)
ამომრჩეველთა 50 % - უფროსკლასელი მოსწავლეები
(16-17 წლის)
Subscribe to:
Posts (Atom)